პროექტის ანგარიში



ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი

,,მისი უდიდებულესობა წყალი






პროექტის სახელწოდება
მისი უდიდებულესობა წყალი
პროექტის მთავარი იდეა
წყალი . . . საოცარი, პარადოქსული, ამოუცნობი, მიუწვდომელი...იგი იყო და დარჩება მუზად, შთაგონების წყაროდ არა მხოლოდ პოეტების, მხატვრების, კომპოზიტორების, არამედ, მეცნიერ-ფილოსოფოსების და მკვლევარებისთვის, რომლებიც მრავალი წლების მანძილზე ცდილობენ ამოხსნან ბუნების ამ საოცარი ქმნილების საიდუმლოება.  
პროექტის აქტუალობა
წყალმა გაოძერწა ჩვენი პლანეტა. მთელი მიწიერი სიცოცხლე წყლის მიერაა გაჩენილი  და უწყლოდ არსებობა არ შეუძლია. ჩვენ წყლის შვილები ვართ. ჩვენს პლანეტაზე წყალთან დაკავშირებულია არა მხოლოდ სიცოცხლე და კლიმატი, არამედ სახალხო მეურნეობის მრავალი სფეროს საქმიანობა, განსაკუთრებით წყლის ტრანსპორტის . წყალი წარმოადგენს ენერგიის უმდიდრეს წყაროს-ეს არის მდინარეების ჰიდროენერგია, მოქცევის, გეოთერმული, და თერმობირთული ენერგია,. სწორედ წყლის დამსახურებაა ბუნებაში საინტერესო და მრავალფეროვანი მოვლენები, როგორიც არის ცისარტყელა, გალა, ,,ვარსკვლავების ჩურჩული" და სხვა.
ალბათ , ცოტა თქვენთაგანი თუ დაფიქრებულა 
საოცარი თვისებების შესახებ, და ეს გასაგებიც არის, ჩვენ ხომ ყოველი მხრიდან წყლით ვართ გარშემოტყმული. იგი ისეთი ჩვეულებრივია, ისეთი ყოველდღიური, შინაური! ჩვენ მივეჩვიეთ მას და ვეღარ ვამჩნევთ მის არაჩვეულებრივ, საოცარ და მეტად განსაკუთრებულ თვისებებს. ჩვეულებრივი კი არასოდეს არ არის საკვირველი, მაგრამ სწორედ მისი ახირების წყალობით განვითარდა სიცოცხლე წყალში და შეინარჩუნა არსებობა. 
პროექტის მიზნები
ვაჩვენოთ ბუნების ზოგადი კანონზომიერების გამოვლინება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების: ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის თვალსაზრისით წყლის მაგალითზე, ეკოლოგიური კულტურის განვითარება.


მონაწილეთა ასაკი
15-16 წელი (Xკლ)
ვადების ხანგრძლივობა
4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები
პრეზენტაცია

რესურსები
ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, ლაბორატორიული ჭურჭელი, რეაქტივები
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტიობები)
ფილმის დემონსტრირება (Великая тайна воды) მოსწავლეებისთვის საპროექტო თემის გაცნობა. მოსწავლეების დაჯგუფება  და ფუნქციების გადანაწილება(5 ჯგუფი: გეოგრაფები,ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, ლიტერატორები) ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას და პროექტის პრეზენტაციას წარმოადგენენ სლაიდ შოუს, ექსპერიმენტების საშუალებით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ინტეგრირებული საგნები: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა.
ქიმ.X.7.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებები დაუკავშიროს ატომის ელექტრონულ აღნაგობას და ქიმიური ბმის ხასიათს.
ქიმ.X.9.მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თვისებების ახსნა    ელქტროლიტური დისოციაციის    თეორიის საფუძველზე.
ქიმ.X.12. მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტების და მათი  ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
ბიოლ.X.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს  უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი  მნიშვნელობა   ორგანიზმისათვის.
ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.
ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.
ფიზ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია
ფიზიკაში მეცნიერული აღმოჩენების
დაკავშირება ყოველდღიურობასთან. `
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

პროექტის ხელმძღვანელები
 ი. ბუჩუკური, ი. გედენიძე, ე. მიქაბერიძე, ც. დალაქიშვილი, ლ. მეგრელიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
ia.buchukuri@gmail.com

No comments:

Post a Comment